არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო – ამირან გამყრელიძე კიბერთავდასხმაზე

“არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო”- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიბერშეტევა ლუგარის ლაბორატორიის თემის გაღვივების მორიგი მცდელობაა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„არამგონია, რომ თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო, რადგან ყველა ჩვენი ინფორმაცია გამჭვირვალეა და დევს სხვადასხვა სოციალურ და ვებ-გვერდებზე. ხშირად ჩვენი პუბლიკაციები პრესაშია, იქნება ეს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი პრესა, ამიტომ არ მგონია ეს. უბრალოდ, ვფიქრობ, გუშინ, რომ გამოჩნდა, თითქოს „ნოვიჩოკი“ მზადდება და მათ შორის ეს ლაბორატორიაც დასახელდა, ეს მორიგი თემის გაღვივებაა. რადგან ლუგარი ქართულ-ამერიკული პროექტი გახლავთ, როდესაც უნდათ ასე აღვივებენ ამ თემას. ვინც, ამ საკითხს აღვივებს, ყოველთვის ცდილობს, რომ დისკუსიაში შეგვიყვანონს და უკვე, ამას აღარ ვპასუხობ. ამაზე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მორიგი სისულელე, მორიგი ჭორი, მორიგი ძალიან იაფფასიანი „ტრიუკი“, რომელზეც უნდათ, რომ როგორმე დისკუსიაში შეხვიდე“, – განაცხადა გამყრელიძემ.