არამგონია, რომ მელია ხელში აყვანით გაყვანას გთავაზობთ – ხუნდაძე ელისაშვილს

“არამგონია, რომ ხელში აყვანით გაყვანას გთავაზობთ”,– ასე მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ ალეკო ელისაშვილს ნიკა მელიას განცხადების შემდეგ.

“თქვენ რომ გაკადრათ და გასცდა ზღვარს, ეს კიდევ ასატანია, მაგრამ როცა სამართალს კადრებს და სამართლებრივ ზღვარს სცდება, ეს სწორედ ის არის, რაც უქმნის საფრთხეს იმ ქვეყანას, რომელშიც ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ.

მელიამ შემოგითვალათ, რომ შემოვა და ხელით გაგიყვანთ, მე არამგონია, რომ ხელში აყვანით გაყვანას გთავაზობთ. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, მე მინდა ისეთი ქვეყანა, რომ თქვენ ხელით არ გაგიყვანენ აქედან და ქვეყანაში სამართალი იქნება დაცული”,– განაცხადა ხუნდაძემ.

მას შემდეგ რაც ელისაშვილმა მელიას გირაოს გადახდა შესთავაზა, ნიკა მელიამ მას უპასუხა, რომ პარლამენტიდან თავისი ხელიით გაიყვანს.