არანაირი მისწრაფება არ მაქვს კაბინეტში წამოსკუპებისკენ, პრემიერმინისტრობას დროებით ვაპირებ – სააკაშვილი

“არანაირი მისწრაფება არ მაქვს კაბინეტში წამოსკუპებისკენ, პრემიერმინისტრობას დროებით ვაპირებ” – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში”მთავარი დებატები”ისაუბრა.

“საერთოდ არანაირი თანამდებობისკენ არ მივისწრაფი, ამაში სრულიად გულწრფელი ვარ. უკრაინაში, რომელიც არის ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა ტერიტორიულად და საქართველოზე 10-ჯერ დიდი მოსახლეობით, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ქვეყანა, მე აქ მიჭირავს თანამდებობდა და მაქვს მყარი პოზიციები, მაქვს მაღალი რეიტინგი, ბევრად უკეთ ვცხოვრობ მატერიალურად, მაგრამ მთავრი არის რომ საქართველო არის მძიმე ფორმაში, მე არ მივისწრაფი ხელისუფლებისკენ, თუ ოპოზიცია შეთანხმდება რომ უკეთესი პრემიერი იქნება სხვა მათი გადასაწყვეტია, ვაპირებ პრემიერობას მხოლოდ დროებით, არანაირი მისწრაფება არ მაქვს ძალაუფლებისკენ და კაბინეტში წამოსკუპებისკენ,”- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.