არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ პაციენტების მისაღებას არანაირი რესურსი აღარ აქვთ.

“ჩვენი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ, თუნდაც ჩვენი ოჯახის წევრი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კლინიკას ამისი საშუალება არ გააჩნია.

მედპერსონალიც დაინფიცირებულია. თუმცა, ვინც მუშაობს – ექიმები, მედდები და სანიტრები აქ 24 საათის განმავლობაში პაციენტების გადასარჩენად იბრძვიან”, – განაცხადა ლევან რატიანმა „იმედის დღის“ ეთერში.