“პირველი, არანაირი სპეცოპერაცია არ არის, არ იყო და არც იქნება ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ის აბსოლუტურად დიდი პიროვნებაა, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის ის გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარეობდა და ამიტომაც დაბრუნდა საქართველოში, საჭიროა ზოგჯერ აზროვნება ჩავრთოთ და გავაანალიზოთ თუ რას ვამბობთ, ამიტომ, არანაირი სპეცოპერაცია არ ყოფილა”,

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “რადიო მაესტროს” ჟურნალისტ ლევან ჭითანავასთან ინტერვიუში.