არანაირ თანხასთან შეხება არ მქონია – ჟვანია სუს-ის თანამშრომლის ბრალდებებზე

ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია სუს-ის თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს, რომელმაც მთავარ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ ჟვანიას და ცესკოს გარშემო დიდი თანხები ტრიალებს, კომისიებში კი სუს-ის აგენტები არიან ჩანერგილი.

ჟვანიას განცხადებით, არცერთი საკითხის შესახებ არაფერი სმენია.

“არ მსმენია საერთოდ და რა თქმა უნდა, ესეთ ჭორებზე და ტყუილებზე საერთოდ კომენტარს არ ვაკეთებ, სისულელეა ამის თქმა და საერთოდ მსგავსი რამის დაბრალება ადამიანზე. არანაირი მსგავსი არაფერი არც გამიგია და არც მსმენია, რაღაც გაუგონარ რაღაცას მეკითხებით [აგენტებზე].

არანაირ თანხასთან შეხება არ მქონია” – ამბობს თამარ ჟვანია “მთავართან”.