„არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი ინტრიგის კანტორად ჩამოყალიბდა. რას ნიშნავს, როდესაც გარკვეული მოსამართლე აცხადებს, რომ „ვეტინგის” კამპანიას ემხრობა, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკა არ ითვალისწინებს ისეთ დამცირებას, როგორიც არის გინდაც ამ 5 მოსამართლის, გინდაც სხვების გამოცდაზე გაყვანა და სკოლის მოწაფეების როლში ჩაყენება. ეს პირდაპირ პოლიტიკური განცხადებაა და ამას გარკვეული იერი და სუნი დაჰკრავს იმ პოლიტიკური დამოკიდებულებებისა, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ შექმნა სასამართლოსთან დაკავშირებით”,

აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.