არასდროს არავის უნახავს მსგავსი აქტივობა, დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს – მელია

ენმ-ის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია არჩევნებზე მივიდა და თქვა, რომ ამომრჩევლის ასეთი აქტივობა არავის უნახავს.

“არასდროს არავის უნახავს მსგავსი აქტივობა. უკლებლივ ყველა უბანზე 8-ის ნახევრიდან დგას ხალხი რიგებში. ეს ნიშნავს იმას, რისი მოლოდინიც ჰქონდა აბსოლუტურ უმრავლესობას მოსახლეობისა, რომ კონკრეტულად არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს”,- თქვა ოპოზიციის საერთო კანდიდატმა.

აქტივობის შესახებ ინფორმაციას ცესკო გაავრცელებს. თუმცა, აღსაშნიავია, რომ საარჩევნო უბნებთან რიგებია.