არაფერი მოულოდნელი, დამონებული სასამართლო ასე იქცევა – გიორგი რურუა

“არაფერი მოულოდნელი, დამონებული სასამართლო ასე იქცევა” – ასე აფასებს ტელეკომპანია “მთავარის” მეწილე და “ქართული ოცნების” პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას. გიორგი რურუას წერილი მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

“არაფერი მოულოდნელი – დამონებული სასამართლო სწორედ ასე იქცევა.
ქართული ოცნება მთლიანად საბჭოური მოვლენაა – აზროვნებით,მოქმედებით, გემოვნების თავისებურებით, უვიცობით, უტიფრობით.

ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი
გიორგი რურუა.”- წერს გიორგი რურუა.