არესტოვიჩის თქმით, გაანადგურეს რუსეთის 58-ე არმია, რომელიც 2008-ში ცხინვალში შემოიჭრა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინელებმა რუსეთის 58-ე არმიის დიდი ნაწილი მთლიანად გაანადგურეს.

საუბარია ჩრდ. კავკასიაში მდებარე რუსეთის 58-ე საჯარო შენაერთზე, რომელიც მთელი შემადგენლობით შევიდა სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ისინი აწარმოებდნენ ბრძოლას საქართველოს საჯარისო შენაერთებთან ცხინვალში. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა.

  • „განადგურებულია ერთ-ერთი პოლკი. ზაპოროჟიეში 42-ე დივიზია ჩეჩნეთიდან, 150-ე დივიზია, უფროსი ოფიცრები ანგარიშს აბარებენ რუსეთის გენშტაბს, რომ ბრძოლისუნარიანები აღარ არიან და თავიდან ფორმირებისთვის გაყვანას ითხოვენ. განადგურებულია შემადგენლობის 80% მთელი 58-ე არმია განადგურებულია, ბრძოლისუნარიანი დარჩა მხოლოდ მეასე ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მეშვიდე ბაზა აფხაზეთიდან, რომელიც, სხვათა შორის, უარს ამბობდა წინსვლაზე. ისინი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ ბრძოლისუნარიანობას“, – განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა.