არესტოვიჩის თქმით, უკრაინელებმა ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და ოკუპანტებს უკან დაახევინეს

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა,  ბახმუტთან კონტრშეტევა წამოიწყეს და ოკუპანტებს უკან დაახევინეს. ამასთანავე არესტოვიჩი არ აკონკრეტებ, თუ ფრონტის რომელ ხაზზე მიაღწიეს წარმატებას უკრაინელებმა.

“სვატოვოეს მიმდებარედ გარკვეული წინსვლა იყო. რუსი სამხედროები კონტრშეტევას ცდილობდნენ, თუმცა ვერაფერი მიიღეს, ვერსად წავიდნენ წინ. ბახმუტთან ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და უკან დაიხიეს [ოკუპანტებმა] ჩვენებმა კონტრშეტევა მოაწყვეს და ერთ-ერთი ადგილიდან მოისროლეს. არ ვამბობთ, რომელი ადგილიდან, რადგან გენერალურ შტაბს ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია”. – თქვა არესტოვიჩმა.