“არიან დაჭრილები” – აზოვსტალის მცველებმა ჰოსპიტალთან კავშირი დაკარგეს

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის დაბომბვის შედეგად არიან დაჭრილები, თუმცა ამ დროისთვის მათ საველე ჰოსპიტალთან კავშირი დაკარგეს.

“დაბომბვა, ავიაცია, მთელი ღამე. არიან დაჭრილები. ავიაცია მუშაობს საავადმყოფოს თავზე და ჩვენ მათთან შეხებაც კი არ გვაქვს. არც კი ვიცით, სად მოვახდინოთ მათი ევაკაცია”,– თქვა პალამარმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ამბობს, რომ აზოვსტალის ქარხანაში სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ რჩება. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მძიმე არტილერია და ავიაცია განაგრძობდა ქარხნის დაბომბვას მთელი დღის განმავლობაში.