არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უხარია – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებობს ადამიანების კატეგორია, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უხარია და კარგი შედეგის დროს იმედგაცრუებული არიან.

,,ადამიანი არ უნდა იყოს ასეთი, მაგრამ , სამწუხაროდ, მაქვს ასეთი განცდა, რა თქმა უნდა, არავის არ უთქვას, რომ არ გვიახარიაო, მაგრამ იმდენად ზოგჯერ იმედგაცრუებს ვამჩნევ ადამიანებს, რომლებიც გაიგებენ რომ რაღაცაზე დაიდო კარგი შედეგი, რომ მიჩნდება ეჭვი, რომ ეს კარგი შედეგი არ უხარია”,- ამბობს ცერცვაძე.

მისი თქმით, ქვეყანამ ვერ დაძლია პიროვნული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური განცალკევება და დაპირისპირება.

,,არის კატეგორია ადამიანების, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა, არ უხარია სხვისი აშენებული ქვეყანა, ამის მაგალითები ახლო წარსულში გვქონდა”,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

26 აპრილს ანალოგიური განცხადება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. ,,დიდი ბოდიში იმათთან, ვისაც იმედები გავუცრუე და არ არის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია ჯერჯერობით”,- თქვა იმნაძემ.