არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც რემდესივირს მიიღებს – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებობს იმედი, რომ COVID-19-ის მკურნალობისთვის საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს მიიღებს.

ცერცვაძე ამბობს, რომ პრეპარატის მწარმოებელ კომპანია გილიადთან საქართველოს დიდი ხნის თანამშრომლობა აქვს, რადგან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის მედიკამენტებს სწორედ ეს კომპანია აწვდის.

“ჩვენმა ხელმძღვანელობამ ისარგებლებს ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართეს კომპანიას, რომ გაითვალისწინო საქართველოსთან მისი წარმატებული ისტორია. არის იმედი, რომ საქართველოს იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც მიიღებს რემდესივირს. თუ გამართლდა ის იმედები, რომელიც დღეს არის და რომელიც დადო ენტონი ფაუჩიმ, მაშინ საქართველო კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ”, — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს პრეპარატი რემდესივირი უკვე შეკვეთილია აქვს.

“არის რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი დაკვნა, თუმცა, ამავე დროს, ძალიან დამაიმედებელი. თუმცა, ძალიან ბევრი კვლევა მიდის ამ პრეპარატთან დაკავშირებით. საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს გილიადთან და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყნას ექნება”, – თქვა  გამყრელიძემ ბრიფინგზე.

ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დრომდე არ იყენებენ რემდესივირს, რადგან არსებობს მტკიცებულებები, რომ ის მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა.

აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ანტონი ფაუჩიმ თქვა, რომ ექსპერიმენტული პრეპარატი “რემდესივირი” კოვიდ-19-ით დაავადებელ პაციენტებზე ეფექტურად მუშაობს.

თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “რემდესივირს” გამოჯანმრთელების დაჩქარების საქმეში “მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი” აღმოაჩნდა – “მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვის უნარი აქვს”.