არის პუნქტები, რაზეც თანხვედრა ვნახეთ, მაგრამ არის, რომელზეც შეთანხმება ვერ ხერხდება – ჯაფარიძე

“არის პუნქტები, რაზეც თანხვედრა ვნახეთ, მაგრამ არის, რომელზეც შეთანხმება ვერ ხერხდება”- ამის შესახებ გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ ისაუბრა..

“ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული შედეგი არ არის. პუნქტობრივად გავიარეთ ხელისუფლების მოტანილი წინადადება, ისევე როგორც ოპოზიციის მიერ შეთანხმებული ერთიანი წინადადებები. არის რაღაც პუნქტები, რაზეც თანხვედრა ვნახეთ, მაგრამ არის რაღაც პრინციპული პუნქტები, რომელზეც ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება”, – განაცხადა მან.