არის რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ორი სცენარი. როგორ უპასუხებს ნატო– ISW

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიების უკანონშო ანექსირებას იმის გამო ჩქარობდა, რომ დრო მოეგო რუსეთის მდგომარეობის დასასტაბილურებლად ფრონტზე და ძალების აღსადგენად შემდეგი შეტევისთვის.

ამის შესახებ ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი.

“ოთხი უკრაინული ოლქის უკანონო ანექსია არ ნიშნავს, რომ პუტინმა უარი თქვა გაცხადებულ მიზანზე – უკრაინის სახელმწიფოს განადგურებაზე უფრო მცირე მიზნისთვის. თუ ანექსია ფრონტის ახალი ხაზების გასწვრივ კონფლიქტის სტაბილიზაციას მოახდენს, კრემლმა შეიძლება ძალები აღიდგინოს და უკრაინაში ხელახალი შეჭრა უახლოეს წლებში განახორციელოს, ამ შემთხვევაში უკვე უფრო მეტი ძალის და ტერიტორიული უპირატესობის პოზიციიდან“– ამბობენ ექსპერტები.

ამავე დროს, ანალიტიკოსებმა პუტინის 30 სექტემბრის სიტყვაში ვერ დაინახეს ვერანაირი ნიშანი რუსეთის განზრახვისა, დაუყოვნებლივ გამოიყენოს უკრაინაში ბირთვული იარაღი, თუ უკრაინული კონტრშეტევა გაგრძელდება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ გამოუკვეთავს რაიმე “წითელი ხაზები“. უფრო მეტიც, ამ ომის განმავლობი უკრაინამ არაერთხელ გადაკვეთა მანამდე კრემლის მიერ დასახელებული “ხაზები“ რუსეთის საზღვრისპირა რეგიონების დაბომბვით.

პუტინს უნდა კონფლიქტი ფრონტის ამჟამინდელი ხაზების ფარგლებში გაყინოს და დრო მოიგოს რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციით რუსული ძალების აღსადგენად–წერენ ანალიტიკოსები.

ამავე დროს, ინსტიტუტი მიუთითებს, რომ არ შეუძლია წინასწარ განჭვრეტა, როდის შეიძლება რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, იმიტომ რომ ეს პუტინის პირადი გადაწყვეტილება იქნება.

ბირთვული იარაღით მუქარის ნაცვლად კრემლი შეეცდება საკუთარ მიზნებს ნაწილობრივი მობილიზაციით და ზამთრის პეროიდში ენერგეტიკული ზეწოლით მიაღწიოს.

თუმცა, ფრონტის სტაბილიზაცია და კონფლიქტის გაყინვა მოუმზადებელი ახალწვეულებით პუტინს არ გამოუვა – წერენ ანალიტიკოსები.

თუ პუტინი მაინც შეეცდება უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მაგალითად ერთი ან რამდენიმე ქალაქის ან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ შეტევა განახორციელოს, ეს  ნაბიჯი ვერ აიძულებს უკრაინას და დასავლეთს უკან დაიხიოს და რეალურად მხოლოდ “გრანდიოზულ ავანტურად“ დარჩება.

ანალიტიკოსების თქმით, პუტინს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ორი ძირითადი ვარიანტი აქვს: დარტყმები კავშირის საკვანძო სახმელეთო ხაზებზე და სამეთაურო პუნქტებზე, რათა უკრაინის კონტრშეტევის პარალიზება მოახდინოს, ან დარტყმები უკრაინული ძალების დიდი თავმოყრის ადგილებზე შეხების ხაზების სიახლოვეს. თუმცა, “ერთი ბირთვული იარაღი არ იქნება გადამწყვეტი ნებისმიერი ამ მიზნისთვის“.

“პუტინს მოუწევ რამდენიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება მთელ უკრაინაში, რათა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიოს და უკრაინის კონტრშეტევა შეაჩეროს. ბირთვული იარაღის გამოყენების მაშტაბები გაზრდის დასავლეთის საპასუხო დარტყმების რისკს, რაც თავის მხრივ, პუტინს მოკლევადიანი სარგებლის სანაცვლოდ უდიდეს პოტენციურ დანაკარგებს მოუტანს“–ნათქვამია ანალიზში.

შედეგად, ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება მაშტაბური თამაში იქნებოდა, შეზღუდული სარგებლისთვის, რომელიც პუტინს გაცხადებული სამხედრო მიზნების მისაღწევად ვერ გამოადგება.

უკეთეს შემთხვევაში, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება ფრონტის ხაზს  გაყინავს მის ამჟამინდელ ფარგლებში, თუმცა რუსეთს არ მისცემს მთელი უკრაინის დაპყრობის საშუალებას.

გარდა ამისა, ნატო სავარაუდოდ უპასუხებს რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსულ პოზიციებზე ჩვეულებრივი დარტყმების მიტანით.