“არის ძალიან მძიმე დიაგნოზები, რომელიც გათავისუფლების საფუძველია” – “ემპათიას” დასკვნა

“არის ძალიან მძიმე დიაგნოზები, რომელიც გათავისუფლების საფუძველია” – რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ცენტრ ემპათიას დასკვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მზად არის.

“დამთავრდა ჩვენი მხრიდან დასკვნაზე მუშაობა, ახლა ითარგმნება დასკვნა და გადაეცემა ჩვენს უცხოელ ექსპერტებს. მათი მოსაზრებები ჩვენთვის ცნობილია და ინტეგრირებულია დასკვნაში. არანაირი განსხვავებული აზრი ექსპერტთა კომისიაში არ წარმოქმნილა. ამ ბევრი დიაგნოზიდან არის დიაგნოზები, რომელიც არის ძალიან მძიმე და არის გათავისუფლების  საფუძველი. ჩვენი რეკომენდაციით, საჭიროებს სწრაფად გაყვანას როგორც დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო თვალსაზრისით” – ამბობს ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სატელეფონო კომენტარში. 

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა “ემპათიამ”, სადაც ვკითხულობთ:

“ცენტრმა “ემპათია”-მ დაასრულა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნაზე მუშაობა. დასკვნა ითარგმნება და გადაეცემა უცხოელ ექსპერტებს. დიაგნოზები მძიმეა, ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს. ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ მისი დიაგნოზები, რომელიც ძირითადად პატიმრობაში განვითარდა შეუთავსებელია პატიმრობასთან. იგი სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.”