არმაზ ახვლედიანი: მადლობა, ვინც შეთანხმებას ასრულებს – პრეზიდენტ ზურაბიშვილს

ევროპული საქართველოოს სიით პარლამენტში შესული პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი პრეზიდენტ ზურაბიშვილს რურუას შეწყალების გამო მადლობას უხდის.

“მეგობრებო, მე არ მინდა, გამოგვრჩეს ვინმეს, რომ მადლობა ვუთხრათ, ვინც შეთანხმებას ასრულებს, მათ შორის პრეზიდენტ ზურაბიშვილს. იმიტომ რომ თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯი გადაგმული ჩვენგან, სხვებისგან, შეთანხმება ვერ შესრულდება.

გპირდებით, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ გვექნება სათქმელი, რომ შეთანხმების სულისკვეთება და მისი თითოეული ნაწილი სრულდება პატიოსნად. ახლა სწორად ამ მიზნით დავბრუნდებით დარბაზში და განვაგრძობთ საუბარს ოცნების ხელმძღვანელებთან”,- აცხადებს ახვლედიანი.

რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.