“უბნების ნახევარი არის დათვლილი კრწანისის რაიონში. მონაცემები არის შემდეგი – კახი კალაძე 57.5%, ნიკა მელია 42.5%. ეს ადასტურებს, რომ კახა კალაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, თითქმის 100 ათასი ხმით აქვს მას მოგებული არჩევნები თბილისში.

არსებობს ერთი ეგზიტპოლი და არსებობს გვარამიას სიზმრები. კრწანისში როცა იღებს 57.5%-ს, იცით, რომ მთელი თბილისის მასშტაბით შედეგი არ იქნება განსხვავებული, ნუ დაიმშვიდებთ თავს. ვინც ოდნავ ერკვევა არჩევნებში, იცის, რომ 57.5% არსებითად არ შეიცვლება. გვარამიას სიზმრებს შეიძლება ენდოთ 20 წუთით, მაგრამ ეს არის 20-წუთიანი სიზმრები, დამიჯერეთ”

თქვა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.