არსებული მდგომარეობა არ იძლევა შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს – გაბუნია

“არსებული მდგომარეობა არ იძლევა შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს “-ამის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არსებული შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი შევამსუბუქოთ. შემთხვევები იმატებს და ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. 2%-ს გადავცდით, რაც რა თქმა უნდა, საყურადღებოა და ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება”- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, მთავრობამ ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში დატოვა.