არჩევნების მეორე ტური შედგა – ცესკოს თავმჯდომარე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდრიშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური “შედგა”.

“საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული, იყო ხარვეზებიც, მაგრამ საერთო ჯამში არამარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში რამდენიმე უბანზე მცირედი ხნით შეფერხდა კენჭყისყრის პროცესი კონკრეტული ინციდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრის პროცესზე გავლენა არ ჰქონია. არჩევნების მეორე ტური შედგა”,– თქვა ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგზე.

ის მადლობას უხდის დამკვირვებლებს, მედიას და არჩევნებში ჩართულ სხვა პირებს.