არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნება” გიორგი გახარიას გუნდიდან გააგდებს – კახა ოქრიაშვილი

ენმ-სა და ძალა ერთობაშიას დმანისი-წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების წევრი არასდროს ყოფილა, რადგან მონა არ იყო.

“მე მაგ გუნდს არ ვუხდებოდი, მე მაგ გუნდის წევრი არ ვიყავი, პარტიის წევრი არ ვიყავი, მაგრამ მოკავშირე ვიყავი, როგორც თავისუფალი მაჟორიტარი. არ ვუხდებოდი მაგ გუნდს, რადგან მქონდა დამოუკიდებელი აზროვნება, ხშირად არ ვეთანხმებოდი, ხშირად ფსევდო გუნდურ დისციპლინას არ ვემორჩილებოდი და რაც სწორი იყო, იმას ვუჭერდი მხარს. მე არ ვუხდებოდი ამ გუნდს, რადგან არ ვიყავი მონა”,- ამბობს ოქრიაშილი ტვ პირველის ეთერში.

მისი თქმით, საკითხები, რომლებშიც ოცნებას არ ეთანხმებოდა იყო: ნიკა მელიას და გიგი უგულავას დაკავება, უდიპლომო მოსამართლეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში, გავრილოვის ღამე და ა.შ.

ოქრიაშვილის პროგნოზით, არჩევნების შემდეგ გუნდიდან პირველს გიორგი გახარიას გააგდებენ, რადგან ისაც არ უხდება “ქართულ ოცნებას”.