ნიკოლ ფაშინიანის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

ნიკოლ ფაშიანიანის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, მისი პარტია “სამოქალაქო შეთანხმება” 50,2%-ით იგებს.

ეგზიტპოლის მიხედვით, მის მთავარ ოპონენტს, რობერტ ქოჩარიანის პარტიას 15.7% აქვს, “მაქვს პატივი” – 8.4% და პარტიას “აყვავებული სომხეთი” – 6.4%.

დღეს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. არჩევნებში 25 პოლიტიკური ძალა – 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობს. არჩევნებში გამარჯვების მთავარ პრეტენდენტებად ორ პოლიტიკურ ძალას განიხილავენ – მმართველი პარტიას “სამოქალაქო კონტრაქტი”, რომელსაც ხელმძღვანელობს პაშინიანი და “სომხეთი”, რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ კოჩარიანი