არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.

განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც.

არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

პარლამენტის პრესსამსახურში მაშინ აცხადებდნენ, რომ უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ჩაუტარდათ PCR ტესტირება, რაზეც პასუხი უარყოფითი იყო.