“ჩვენ შევძელით და იმ ზომაზე დავდექით, გაბედულობის იმ ხარისხს მივაღწიეთ, რომ ვამბობთ: – ქართული სუვერენიტეტი, საქართველოს დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ… აქ ზის ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც დღე და ღამ იბრძოდა, ქუჩაში იყო, დასდევდნენ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები – მაგალითად, კომკავშირელი ხაზარაძე, მერე თაღლითი რომ გახდა… აგერ არის თენგო შარმანაშვილი ეროვნული მოძრაობიდან – ამ ხალხმა იმისთვის არ იბრძოლა, რომ ვიღაცამ თითი დაგვიტკაცუნოს და გავაკეთოთ! მათ იმისთვის იბრძოლეს, რომ აქამდე მოვსულიყავით.

დღეს ყველას თამამად ვეუბნებით, რომ თანასწორად, პარტნიორულად ველაპარაკოთ და რაც არ არის არსად, ჩვენ მის მიღებას ნუ დაგვაძალებთ – ეს არის სწორი და სამართლებრივადაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესატყვისი“,

ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ცესკოს ფორმირების წესზე პრეზიდენტის “მოტივირებული შენიშვნების“ განხილვისას განაცხადა.