“არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან!” – გიორგი სუხიტაშვილი თემურ წიკლაურს

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი თემურ წიკლაურის მდგომარეობაზე Facebook–ზე წერს.

არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ და გვინდა, კიდევ დიდხანს იყო. თემურ წიკლაური კოვიდ-19-ის გამო უკვე კვირაზე მეტია სასუნთქ აპარატზეა მიერთებული, მისი მდგომარეობა მძიმეა“, – წერს სუხიტაშვილი.

75 წლის თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. მას კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ მომღერალსა და მსახიობს თანმხლები დაავადებები აქვს, ასევე, გადატანილი აქვს გულის მიკროინფარქტი.