თარხნიშვილის გაყალბებული კვლევები ნამდვილად არ არის საინტერესო ჩემთვის – ღარიბაშვილი IPSOS-ზე

ლევან თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები ნამდვილად არ არის საინტერესო ჩემთვის – აცხადებს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ამბობს, რომ მთავარი არხის დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, არავითარი სანდოობა არ აქვს.

“მოგეხსენებათ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. IPSOS-ის სახელს რომ იყენებენ, ესეც უკვე ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი არის. ლევან თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები ნამდვილად არ არის საინტერესო ჩემთვის.ეს არის, რა თქმა უნდა, მორიგი უსუსური მცდელობა, საცოდავი მცდელობა იმისათვის, რომ გუშინდელი მართლაც ტრიუმფალური ღონისძიება გადაეფარათ რაიმენაირად და ამ ყველაფერს ძალიან მალე, 2 დღეში საზოგადოება იხილავს, რომ მე-2 ტურები დასრულდება, რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვებით”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.