არ არის აუცილებელი, ეს გააკეთო ქვეყნის ნომერ პირველ ქუჩაზე – ზილფიმიანი პრაიდზე

“არ არის აუცილებელი, ეს გააკეთო ქვეყნის ნომერ პირველ ქუჩაზე”- ასე ეხმაურება,   ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზილფიმიანი პრაიდის კვირეულს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა ჩატარდეს და არ შეიძლება ადამიანს რაიმე აუკრძალო, თუმცა ასევე აცხადებს, რომ არ არის აუცილებელი თბილისი პრაიდი ქვეყნის ნომერ პირველ ქუჩაზე ჩატარდეს.

“ყველამ ყველაფერი უნდა ჩაატაროს. არ შეიძლება, ადამიანებს რაღაც აუკრძალო, მაგრამ მეორე საკითხია, როდესაც ამას ეძლევა ისეთი სახე –  აი, თქვენ ჯინაზე მაინც გავაკეთებ. მერე ისინი ამბობენ – აი, თქვენ ჯინაზე მაინც…  უბრალოდ არ არის ხანდახან აუცილებელი, რომ ეს გააკეთო ქვეყნის ნომერ პირველ ქუჩაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამით ეზრდება ჯაფა, რა თქმა უნდა, მან უნდა უზრუნველყოს დაცულობა”. – ამბობს დავით ზილფიმიანი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, პირველი ივლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში პრაიდის კვირეული რუსთაველის გამზირზე ჩატარდება. დასკვნითი ღონისძიება 5 ივლისს ღირსების მარში იქნება.