“ახლა ჩემთან მოვიდა ვაქცინაციის ცენტრიდან გამობრუნებული ადამიანი, მიზეზი 25 წლის წინ ჭინჭრის ციება (ურტიკარია)ანამნეზში.

ჩემო ძვირაფასო კოლეგებო, არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში (ასთმა, რინიტი, დერმატიტი, ურტიკარია, კვინკე…), რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას!”

წერს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე.