უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი ეხმიანება პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას, რომელმაც განასხვავა რუსეთის “მცირე შეჭრა” და სრულმასშტაბიანი შეჭრა.
ზელენსკის თქმით, არ არსებობს “მცირე შეჭრა”, როგორც მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო.
“ჩვენ გვინდა შევახსენოთ დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და არ არსებობს პატარა ერები. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო. ამას ვამბობ როგორც დიდი ძალის, უკრაინის პრეზიდენტი.” – წერს ზელენსკი ტვიტერზე.
Хочемо нагадати великим державам, що незначних агресій не буває і маленьких народів не буває. Як не буває й незначних жертв і маленького горя від втрати близьких. Кажу це як Президент великої держави ??.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 20, 2022
ცნობისთვის, გუშინ ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ივარაუდა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა, მისი თქმით, “მცირე შეჭრაზე” პასუხი სრულმაშტაბიან შეჭრასთან შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.
“მცირე შეჭრა” ერთია, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი მაინც გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ. მე მაინც მჯერა, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მოგვიანებით, აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით თეთრმა სახლმა განმარტება გაავრცელა.