არ არსებობს ნახევრად ორსული ქალი – გიორგი გუგავა რესპუბლიკელების ინიციატივაზე

“არ არსებობს ნახევრად ორსული ქალი”- ეს განცხადება, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ ფორმულას ეთერში, გადაცემა “კომენტარში” გააკეთა.

“არ არსებობს ნახევრად ორსული ქალი. ის ან არის ფეხმძიმედ ან – არა. ასე შესეირნება პარლამენტში და გამოსეირნება გარეთ, ჩემთვის გაუგებარია. პროტესტი რის გამოა გამოწვეული? – იმის გამო, რომ არჩევნები გაყალბდა ტოტალურად, შესაბამისად, დღევანდელი არალეგიტიმური პარლამენტის კონფიგურცია არ შეესაბამება მოსახლეობის ნებას და როდესაც დაიწერა განცხადებები, ეს იმას ნიშნავს, რომ ყვლამ განაცხადა ასეთ პარლამენტში მუშაობაზე უარი. ” – აცხადებს გუგავა.