“არ არსებობს პოტენციალი რეჟიმის შესაცვლელად“–რუსი ოლიგარქი დერიპასკა

28 ივნისს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ღონისძიების დროს მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ განაცხადა, რომ უკრაინის განადგურების მცდელობას კოლოსალურ შეცდომად თვლის. ამის შესახებ “მედუზა“ იტყობინება. ამასთანავე, ის თვლის, რომ უახლოეს მომავალში რუსეთში რეჟიმის ცვლილების მოლოდინი უაზრობაა, რადგან ამის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური წინაპირობები არ არსებობს.

“არ არსებობს პოტენციალი რეჟიმის შესაცვლელად. ოპოზიციამ ლამაზი ევროპული ხედები ამჯობინა“–ამბობს რუსი მილიარდერი და დასძენს, რომ ნაკლებადსავარაუდოა მიხაილ ფრიდმანმა, პიოტრ ავენმა ან მიხაილ ხადარკოვსკიმ ხელში იარაღი აიღონ და ტანკებზე ამხედრებულები ბრიანსკში შეიჭრან.

დერიპასკა ასევე აღნიშნავს, რომ ამ ომში გამარჯვებული არ იქნება, იმის გათვალისწინებით, რა ფასი უჯდება რუსეთს მისი სამხედრო კამპანია.

მისი თქმით, შეშფოთებულია იმის გამო, რა სწრაფად გადაწყვიტა რუსეთმა უარის თქმა იმ ყველაფერზე, რაც 90–იან და 2000-იან წლებში იქნა მიღწეული, ახლა კი სხედან და გამარჯვებას ელიან: “რისი გამარჯვება? ვისი გამარჯვება?“–კითხულობს დერიპასკა.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ რუსეთში კეთილდღეობის გარკვეული დონე კერძო სექტორის განვითარების და ევროკავშირთან ურთიერთობების გზით იქნა მიღწეული, რომელიც რუსეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი იყო.