არ არსებობს საზოგადოება, რომელიც პატივს არ სცემს ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი – პრეზიდენტი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანების დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საზოგადოებას, რომელიც ვეტარანებს პატივს არ სცემს, ძლიერი ჯარი არ ჰყავს.

„ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ ხართ რეალურად ჩვენი საზოგადოების მაგალითი და ჩვენი საზოგადოების საყრდენი იმიტომ, რომ თქვენ გაიგივებული ხართ არა მხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ მომავალთან. არ არსებობს საზოგადოება, რომელიც პატივს არ სცემს თავის ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი. ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება, ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას და არა მხოლოდ. რეალურად, დღევანდელ დღეს ჩვენი რეზერვი ხართ თქვენ“, – თქვა ზურაბიშვილმა.

მისივე აზრით, ქვეყანას ვეტერანების პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი სჭირდება.