არ გავატან, თუ დაიჭერენ მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც -ხატია დეკანოიძე ნიკა მელიას დაკავებაზე

“თუ დაიჭერენ ნიკა მელიას, მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც, არ გავატან “- ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში მისი დაჭერაც მოუწევთ.

“თუ შეეხებიან ნიკას მელიას და დაიჭერენ მას, რისი თავიც არ აქვთ, მოუწევთ ჩემი დაპატიმრებაც. არ გავატანთ. მე, პირად ერთი ადამიანი ვაპირებ, რომ არ გავატანო ნიკა მელია”- განაცხადა დეკანოიძემ.

12 თებერვალს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებისთვის გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა. იმის გამო, რომ მელია ოფიციალურად პარლამენტის დეპუტატია, მას იმუნიტეტი იცავს.