“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღეებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. განსაკუთრებით კარგად მოქმედებენ იზიუმსა და ლემანში. დიდი პერსპექტივები გვაქვს, ველოდებით ქალების დეოკუპაციას.

მალე ლუგანსკის ოლქის სრული დეოკუპაცია დაიწყება. არ გავჩერდებით, მანამ, სანამ ლუგანსკის ოლქიდან ადმინისტრაციულ საზღვარზე არ გავალთ. რუსები გარბიან, რამდენიმე ქალაქი უკვე დატოვეს, რამდენიმე ქალაქში კი, სადაც ნახევარ ზონას ისინი აკონტროლებენ, ჩვენმა ბიჭებმა უკრაინული დროშები აღმართეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსები ამ პოზიციებთან ახლოს არიან დროშის ჩამოხსნას ვერ ბედავენ. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, ამიტომ წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა ჩვენს გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. ცოტა მოთმინება გვჭირდება, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს”

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი უკრაინული სამხედროების წარმატებულ კონტრშეტევებზე საუბრობს.