არ გამოვრიცხავთ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს – ლელო

პარტია ლელო ეხმიანება ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას. მათი განცხადებით, არ გამორიცხავენ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს.

“ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება, ხელშეკრულებისა და სიტყვის უპატივცემულობა, გადაგდებების სერია, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას მიაქანებს რუსეთის იმპერიისკენ. ამ ხელშეკრულებიდან გასვლით ქართულმა ოცნებამ აირჩია რუსეთის გზა”,– თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იმოქმედებენ მშვიდად, პასუხისმგებლობით და კონსტულაციებს დაიწყებენ პარტნიორებთან.

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი პარტიის განცხადებით, რიგგარეშე არჩენების დანიშვნა მათ “კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.