”რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რა გითხრათ, ქალბატონი სალომე ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ ნაცების ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი, გავოგნდი. თქვა, რომ რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო. ან ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის… არაადეკვატურობაა ეგ, მეტი არაფერი. აქედან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ კომენტარს. მიუხედავად იმისა, რომ მან თქვა “არა და არასდროს”, მე არ გამოვრიცხავ, ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა, მას აქვს ამის შესაძლებლობა, თუმცა მგონია, რომ რაც ქალბატონ პრეზიდენტს ეძახეს “არალეგიტიმური, სამარცხვინო”… არის ინსტიტუცია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა დავიცვათ. ქალბატონ სალომეს ალბათ მართებს, ინსტიტუცია დაიცვას. როდესაც ასე შეურაცხყოფენ, როდესაც ამ ჯგუფისგან ასეთი ნიაღვარი მიდიოდა მის მიმართ, შემდეგ ადგე და შეიწყალო ამ გუნდის ბელადი, მე არ ვიცი.”

აცხადებს  ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა.