“ბევრი გვსმენია რუსეთის ფედერაციის გეგმებზე, რომლებიც დაკავშირებულია თარიღებთან, სიმბოლოებთან თუ სხვა რამეებთან.

ზოგჯერ ეს სახელმწიფო წარმატებას აღწევს, თუმცა უკრაინაში ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველას დაარწმუნეს, რომ სამ დღეში დაიკავებდნენ კიევსა და ჩვენს ყველა ქალაქს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი [ქალაქები] დროებით არის ოკუპირებულები. ჩვენ არ ვთვლით მათ მხოლოდ “დროებით ოკუპირებულებად”, რადგან ეს არ არის მხოლოდ რწმენა, არამედ გვაქვს ჩვენი მიზნები და კონკრეტული გეგმები.

“ჩვენი გეგმები ნათელია… ჩვენ მოვახდენთ დეოკუპაციას მთელი ჩვენი ტერიტორიის, რომელიც ისტორიულად და ყველა საერთაშორისო კანონის შესაბამისად გვეკუთვნის. ეს არის ჩვენი გეგმა. 1 ივნისი, 1 ივლისი ან 1 აგვისტო… ჩვენ არ გვაინტერესებს, რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას. აღმოსავლეთში გვიჭირს შესაბამისი იარაღის არქონის გამო“

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ.