“მე როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენ მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩამომეტანა დროულად საკმარისზე მეტი ვაქცინები. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, არა ვაიძულოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ეს არის ერთადერთი უალტერანტივო გამოსავალი. ჩვენ მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც 3 თვეში, ეს, მე ვფიქრობ, არის საკმაოდ ეფექტური შედეგი.

ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოში, ასევე ამერიკაში არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დეზინფორმაცია, უნდა ვენდოთ მეცნიერებს”

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი ნოემბერში უნდა გადაწყდეს.