„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ესეთი მხარდაჭერისთვის და მორიდებულადაც კი ვგრძნობ თავს და მრცხვენია, რომ ჩემ გამო ასე შეწუხდით და დღეს იქ სამინისტროსთან რომ ყოფილა შეკრება, დავინახე ქალბატონი ლანა ღოღობერიძე და მთლად დავიწვი სირცხვილით და მართლა ძალიან მერიდება, რომ რაღაც ელემენტარულ საკითხზე ესე წუხდებიან ადამიანები.
მაგრამ მინდა გითხრათ, მინდა, რომ ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, რომ არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე ქოცი, ბიძინადან დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული, არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც ისინი მე დამინახავენ მსხვერპლის როლში.
ძალიან ძლიერად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი, ამასაც ავიტანთ და უარესსაც ავიტანთ. აუტანელი არის ის, რომ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება, სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს ამ ქვეყანაში და ეს უნდა გამოვასწოროთ ჩვენ.
მართლა დაამძიმებს, როდესაც გაუფასურებულია ყველაფერი, მაგრამ შეხედეთ მეორე მხრიდან, რეების კეთება უწევთ იმისთვის, რომ რაღაცა შემოატრიალონ სათავისოდ სიტუაცია და არაფერი არ გამოსდით, არაფერი.
აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩემზე მართლა არ ინერვიულოთ. საერთოდ არ მადარდებს, რას გადაწყვეტენ. ეხლა ჩემი შვილები მოდიან და არც კი მოვუსმენ, რაც უნდათ, ის გადაწყვიტონ, ვერაფერს ვერ დამაკლებენ აბსოლუტურად.
რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა ქალბატონ მაკა იოსელიანს, და ისე მერიდება ისიც რომ ისე შეაწუხეს და რაც მთავარია, სრული მხარდაჭერა სოლიდარობა დათო ქაშიაშვილს. დღეს ის მიდის პროკურატურაში და საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს იბარებენ პროკურატურაში.
ეს ახალი ეტაპი არის დევნის, ამიტომ სრული მხარდაჭერა პირადად ქაშიკას, „ფორმულას“, ტვ პირველს, რომელიც ასევე მსხვერპლი იყო, ისინიც დგანან დღეს წინა ხაზზე ბრძოლის და ვერაფერი ვერ გამოგვივიდოდა ისინი რომ არ ყოფილიყვნენ და ერთმანეთს ყველაფერში უნდა დავუდგეთ გვერდში.
მე ძალიან მადლობელი ვარ თქვენი გვერდში დგომით და არ ინერვიულოთ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ. რაც მთავარია ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში ყველა კრიზისის დროს. დიუშენი იყო და გადავტეხეთ, ტელევიზიებია და უნდა დავიცვათ, მე ვერაფერს ვერ დამაკლებენ, უნდა გავაგრძელოთ ერთმანეთის გვერდში დგომა“,

ამბობს ელენე ხოშტარია.