არ დაუჯეროთ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს – პაპუაშვილი საჯარო მოხელეებს

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლთაც მან საჯარო მოხელეებს მოუწოდა, უარი თქვან გაყალბებაზე და დადგნენ საქართველოს მხარეს.

ექსპრეზიდენტის საპასუხოდ, პაპუაშვილი მათ მოუწოდებს, უკრაინის მოქალაქეს არ დაუჯერონ.

“ქართველ საჯარო მოხელეებს მოვუწოდებ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ, ეს არის მგონი ყველაზე სწორი მოწოდება და ყველაზე ნათელი ახსნა, თუ რა აბსურდში ამყოფებს მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” მთლიან ქართულ საზოგადოებას. უკრაინის მოქალაქე მოწოდებით მიმართავს ქართველ საჯარო მოხელეებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.