არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას! – ნიკა გვარამია “მთავარი არხის” ჯარიმაზე

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არ აპირებს იმ ჯარიმის გადახდას, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ არხს, ვიდეორგოლების ეთერში გასვლის გამო დააკისრა. ამის შესახებ გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

“არ ვაპირებთ არანაირი თანხის გადახდას! გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ გაუძლებს თუ არა საასმართლო ამ სრული უკანონობის შესახებ ტესტს.” – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” 112 000 ლარით დააჯარიმა,  “სირცხვილიას” მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო.  აღნიშნულ რგოლში, “ქართული ოცნების” წევრების ფოტოებით პუტინის გამოსახულება იქმნება.