პარასკევი, 26 აპრილი , 2024, 22:25

არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას – კალაძე დებატებზე უარს ამბობს

არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას  – თბილისის მერი, კახა კალაძე უარს აცხადებს, შეთავაზებულ დებატებზე და დამოუკიდებელ ტელევიზიებს მის მიმართ მიზანმიმართულ, ბინძურ კამპანიაში ადანაშაულებს.

“არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან მე არასდროს თქვენთვის მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ აკეთებთ ჩემ წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ”, – აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას, კახა კალაძეს და გიორგი გახარიას 4 დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელევიზია პირდაპირ ეთერში დებატებს სთავაზობს