არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს, ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის! – ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მისი თქმით, ემზადებიან დიდი ბრძოლისთვის.

“შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს!”, – წერს ინაშვილი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის პატრიოტთა ალიანსს 3.18% აქვს.