არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი, სააკაშვილი გავატანოთ სხვა ქვეყანას – ხერხეულიძე

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას და ამბობს, რომ მისთვის ამ განცხადებაში სასიხარული არაფერია.

ზელენსკიმ თქვა, რომ ის სისტემატურად აბრუნებს უკრაინის მოქალაქეებს უკრაინაში, სააკაშვილი კი გამონაკლისი არ იქნება.

„ერთის მხრივ, მისი მამაცი პოზიცია, რომ ის არ თმობს უკრაინის მოქალაქეს და მის მეგობარს ციხეში, ადამიანურად მისასალმებელია, მაგრამ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, ქვეყანაში თავისი რისკის ფასად შემოსული ისევ გავატანოთ სხვა ქვეყანას, ჩემთვის ეს არ იქნება მარტივი გადასაწყვეტი ადამიანურად, იმიტომ, რომ ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, მათ ნებაზე, მტკიცე პოზიციაზე, რამდენად დასაშვები იქნება ეს ფაქტი. უბრალოდ ეს არჩევანია – ჩვენ გავატანთ თუ არა სხვა ქვეყანას მიხეილ სააკაშვილს”, – აცხადებს ხერხეულიძე.