“ამ გადმოსახედიდან მე არ მაქვს იმის თქმის უფლება, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ რომ ოპოზიციამ ეს ვერ დავამტკიცეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებზე იდეალურად მოიქცა, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, ვერ მოვაგროვეთ. ოპოზიციამ გაყალბება-არგაყალბების ნაწილში დისკუსია მხოლოდ იმიტომ არ წააგო, რომ მოვიდა ბატონი დანიელსონი, მოვიდა შარლ მიშელის, შემოგვთავაზეს დოკუმენტი, სადაც ქართულ ოცნებას მოუწია დათმობებზე წასვლა და 43%-იანი ბარიერი.

ჩემი შინაგანი რწმენით, ქართულ ოცნებას ეს არჩევნები იდეალურად არ ჩაუტარებია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხმები მოებილიზებინა ასეთი თუ ისეთი გზებით, მაგრამ ოპოზიციამ გაყალბება ვერ დავუმტკიცეთ. მე როდესაც გაყალბება არ დამიმტკიცებია ადამიანისთვის, მას გამყალბებელს ვერ დავუძახებ, ეს ჩემს შინაგან მორალს ეწინააღმდეგება”

თქვა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ფორმულას ეთერში.