არ მინახავს რა მოხდა, მოვიკითხავ – გომელაური წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევაზე

არ მინახავს რა მოხდა, მოვიკითხავ –  შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ”მთავარი არხის ” ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის შესახებ ახლახანს შეიტყო.

“სიმართლე გითხრათ, ახლა მომახსენეს ეს თემა. მე არ მინახავს ჯერჯერობით რა მოხდა. აუცილებლად მოვიკითხავ. დაზუსტებით ვერ გეტყვით ზუსტად რა მოხდა. მითხრეს, რომ შემოვიდა შეტყობინება ამ ფაქტზე. სანამ შემოვიდოდი სტუდიაში მომახსენეს, გავერკვევით აუცილებლად”, – განაცხადა გომელაურმა.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის  ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და განაცხადა, რომ დაბრუნებას არ აპირებს.