არ მჯერა, რომ ბოდიში არის გარანტი, რომ იმავეს არ გააკეთებს – ნინო ბურჯანაძე სააკაშვილზე

უკიდურესად გამიკვირდება, თუ სააკაშვილი მართლა ჩამოვა. პირადად მე ერთ პროცენტს ვტოვებ ამის შანსს,  – განაცხადა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ის საქართველოში არჩევნებამდე ჩამოვა.

“ბოდიშისთვის არასდროს არავის გავაკრიტიკებ. პირიქით, ჩემი პრობლემა და პრეტენზია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და სააკაშვილის მიმართ ყოველთვის იყო, რომ ვერასდროს ახერხებდნენ ბოდიშის მოხდას, როდესაც მოსახდელი იყო და არც იმას დავაყვედრი, რომ დაგვიანებულია. კარგია, რომ მოიხადეს ბოდიში, უბრალოდ მე მისი გულწრფელობის არ მჯერა არც ერთი წამით და შესაბამისად არ მჯერა, რომ ეს ბოდიში არის გარანტი, რომ იმავეს არ გააკეთებს, თუ ამის საშუალება მიეცემა”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.