ჩვენ არ უნდა დავემონოთ და არ უნდა დავემორჩილოთ ლიბერალებს. არც იმ ცრუ კანონებს, რომლებიც ქრისტიანობის საწინააღმდეგოა. 

დაეტაკნენ ნინოწმინდის ბავშვთა დაწესებულებას ცრუ ბრალდებებით. ვერავინ ვერაფერს ამტკიცებს, მაგრამ წამოენთნენ ისინი, ვინც არიან ლიბერალების გამტარებლები ყველა მიმართულებით. დაიწყეს აგიტაცია-პროპაგანდა, როგორც კომუნისტების და ფაშისტების დროს. მიდის თავდასხმა ღირებულებებზე, თან ვითომ ძალადობას ებრძვიან და თვითონ ძალადობენ, ისე ძალადობენ, რომ ამის გამო ბავშვებს სტრესი აქვთ. 

შეიჭრნენ. ბავშვები შეშინებულები არიან, არ იციან, რა გააკეთონ, არ იციან, ვინ იცავს, ვინ მოწინააღმდეგეა, სად წაიყვანენ, რა მდგომარეობაში იქნებიან – ქრისტიანები რომ არიან, მაგიტომ. თვითონ ზომბები. იდეოლოგიით შეპყრობილი ხალხი ქრისტიანებს ზომბებს ეძახის. 

გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. აქედან – შეტევა ეკლესიაზე, იქიდან – პრაიდი. ფაქტობრივად, ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული, რომ გადატეხონ საქართველო, რომელიც უძველესი დროიდან ქრისტიანულია. ვითომ ქრისტიანებს მღვდლების ფორმებიც აცვიათ, ლგბტ-ს გვერდით სხედან და იმათთან ერთად ებრძვიან ეკლესიას. ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ

რა ძალა გვაქვს ჩვენ – ჭეშმარიტების სიტყვა. ჩვენ სხვა არაფერს გამოვიყენებთ. დაგანგრევთ სუყველას, ლიბერალებო. ჩვენი მართალი სიტყვა იქნება თქვენი დამანგრეველი“. –

 

ამბობს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე ქადაგებისას.