“არ უნდა იყო იქ, სადაც არ უნდა იყო” – უკრაინა ადასტურებს, რომ ყირიმში ირანელი ინსტრუქტორები გაანეიტრალეს

უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ირანელი სამხედრო მრჩევლები მათ გაანეიტრალეს ყირიმში და ასევე გააფრთხილა, რომ ნებისმიერი სხვა ირანელი ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის შემოჭრის მხარდასაჭერად ასევე იქნება მათი სამიზნე.

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ  ირანელი ინსტრუქტორები რუსებს ირანული კამიკაძე დრონების, Shahed-136-ების მართვაში ეხმარებოდნენ, მაგრამ დანილოვს არ უთქვამს, თუ ზუსტად რამდენი ინსტრუქტორის ლიკვიდაცია შეძლო უკრაინამ.

“არ უნდა იყო იქ, სადაც არ უნდა იყო. ისინი ჩვენს ტერიტორიაზე იყვნენ. არ დაგვიპატიჟებია და თუ ისინი ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ჩვენი ერის განადგურებაში მონაწილეობენ, ისინი უნდა დავხოცოთ” – ამბობს  ოლექსი დანილოვი.

დანილოვის თქმით, ირანის ნებისმიერი სამხედრო ჩართულობა უკრაინის სამიზნე გახდება.

“ირანელები აგრძელებენ მტკიცებას, რომ რუსეთის ფედერაციას იარაღით არ ამარაგებენ, მაგრამ ჩვენ მტკიცებულებები გვჭირდება. გვაქვს ეს მტკიცებულებები დღეს? არა. ვიცით, რომ კამიკაძე დრონებს ვიღაცისგან მათი მართვის სწავლის გარეშე ვერ ააფრენენ და რუსებს არ აქვთ ტვინი, თავისით რომ გამოიცნონ… თანამედროვე მსოფლიოში ვერაფერს დამალავ. მხოლოდ დროის საკითხია, როდის გასაჯაროვდება”. – თქვა დანილოვმა.